ერთიან ეროვნულ ცენტრში, აბიტურიენტების მიერ, წელს 3000-მდე სააპელაციო განაცხადი შევიდა

ერთიან ეროვნულ ცენტრში, აბიტურიენტების მიერ, წელს 3000-მდე სააპელაციო განაცხადი შევიდა. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა, სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება 648 აბიტურიენტს შეეცვალა.

„მონაცემების შეცვლა გულისხმობს როგორც ქულის მომატებას, ასევე დაკლებას. თუმცა, ქულის მომატების შემთხვევები გაცილებით მეტი იყო, რაც ჩვენთვის სასიხარულოა. ჯამში, აპელაციების რაოდენობა მთლიანი ნაშრომების 2- პროცენტზე მეტს არ შეადგენს. ყველზე ნაკლებად აბიტურიენტები ზოგადი უნარების ტესტის შედეგებს ასაჩივრებენ, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური გასაჩივრება შეუძლიათ და არა შინაარსობრივი.

ორშაბათს, 18:00 საათზე დაიხურება ბაზა და აბიტურიენტები ვერანაირი ცვლილების შეტანას ვერ შეძლებენ პროგრამების ჩამონათვალში. ხოლო საბოლოო შედეგებისა და ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია თვის ბოლომდე გახდება ცნობილი",- განაცხადა გორგოძემ.

რაც შეეხება მაგისტრანტების აპელაციის შედეგებს, როგორც გორგოძემ აღნიშნა, უახლოეს დღეებში, კომისიების მუშაობის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

ამასთან, გორგოძის ინფორმაციით, უკვე დასრულდა მასწავლებელთა გამოცდის სააპელაციო განაცხადების მიღება.

„საბოლოო შედეგების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. გამოქვეყნდება თუ არა შედეგები აგვისტოს ბოლომდე, ეს კომისიების მუშაობაზეა დამოკიდებული",- განაცხადა გორგოძემ.

გორგოძის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილებისათვის. ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, აგვისტოს თვის ბოლოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა