ბერიკა შუკაკიძე - კახა კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის კახა კუკავას ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს და მას სიცრუეს უწოდებს.

„აბსოლუტური სიცრუეა ის, რასაც ბატონი კუკავა აცხადებს! გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას ! ჩვენი რეფორმის შესახებ იცის მთელმა საზოგადოებამ - მასწავლებლებს, რომლებმაც აიმაღლეს სტატუსი, ვუზრდით ხელფასებს, ასევე, სკოლის კარებს ვუღებთ ახალგაზრდა კადრებს, ხოლო იმ პენსიონერ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც თავისი ნებით მიიღეს პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება, მადლობის ნიშნად ვაჯილდოებთ 2 წლის ჯამური ხელფასით და ვუნარჩუნებთ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევას. ბატონი კუკავა ცრუობს და შეცდომაში შეყავს საზოგადოება“,- აცხადებს შუკაკიძე.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა