დონალდ ტრამპი - წინა ადმინისტრაციებმა ჩინეთს ნება დართეს „სამართლიანი და ბალანსირებული ვაჭრობიდან“ შორს წასულიყო - მე ამის გაგრძელებას აღარ დავუშვებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 550 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტარიფს 5 პროცენტით ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, მიმდინარე წლის 1 ოქტობრიდან, აშშ 250 მილიარდი ღირებულების ჩინურ იმპორტირებულ საქონელზე დღეს არსებულ 25 პროცენტიან ტარიფს 30 პროცენტამდე გაზრდის. რაც შეეხება დარჩენილ 300 მილიარდი ღირებულების ჩინურ საქონელს, ტრამპის ინფორმაციით, არსებული 10 პროცენტიანი ტარიფის 15 პროცენტამდე გაზრდა გარკვეულ საქონელზე მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ეტაპობრივად დაიწყება, საქონლის დაახლოებით ნახევარზე კი ტარიფი 15 დეკემბრიდან მოიმატებს.

„სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციებმა ჩინეთს ნება დართეს „სამართლიანი და ბალანსირებული ვაჭრობიდან“ ძალიან შორს წასულიყო, რაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელისთვის მძიმე ტვირთად იქცა. როგორც პრეზიდენტი, მე ამის გაგრძელებას აღარ დავუშვებ“, - წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

ტრამპის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ გუშინ გაჟღერებული გადაწყვეტილება აშშ-დან იმპორტირებულ 5 ათასზე სასაქონლო პოზიციაზე დამატებითი 10 და 5%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩინეთისა და აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილებები მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს შორის 2018 წელს დაწყებულ სავაჭრო ომს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში