"ბლუმბერგი“ - ტრამპი შესაძლებლობას უშვებს, რომ პუტინი, სტუმრის სტატუსით, „დიდი შვიდეულის“ მომდევნო შეხვედრაზე მიიპატიჟოს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უშვებს შესაძლებლობას, რომ თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, სტუმრის სტატუსით, „დიდი შვიდეულის“ მომდევნო შეხვედრაზე მიიპატიჟოს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით კი, ტრამპის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის საკითხი განიხილეს. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, არ იცის, დაბრუნდება თუ არა რუსეთი „დიდ შვიდეულში“.

რუსეთს „დიდი შვიდეული“ ბარაქ ობამას პრეზიდენტობის დროს, 2014 წელს დაატოვებინეს, რაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს