ზუგდიდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და ყურადღება გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე გაამახვილა. როგორც ალადაშვილმა აღნიშნა, სკოლამდელი განათლების სახელმძღვანელო 2019 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ცენტრი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას სხვა აქტივობებითაც განაგრძობს.

სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.

სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის მხარეებში.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს მასშტაბით "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების" სახელმძღვანელოს დანერგვა გრძელდება

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი