ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნო, მოისმინა იმ საჭიროებების შესახებ, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს წლების განმავლობაში აწუხებთ.

„ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, აქაური მოსახლეობისთვის იყო ავარიული საბავშვო ბაღი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, სადაც მალე 120-მდე აღსაზრდელი შეძლებს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიღებას. ამას გარდა რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლსაც. კულტურის სახლისა და სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW) და ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებზე, ძირითადად, ადგილობრივი დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხონის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ესწრებოდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა