რუსეთის დუმის დეპუტატი - აფხაზეთში არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

რუსეთის სათათბიროს დელეგაციის წევრმა დიმიტრი იონინმა, სოხუმში შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებმა“ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მისივე თქმით, დუმის დელეგაცია 30-ზე მეტ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა და ამ უბნებს საკუთარი ინიციატივით არჩევდნენ.

„დეპუტატებს ძვირფასი სტუმრებივით არ ატარებდნენ“, - განაცხადა იონინმა.

მათ დამკვირვებლებთან და ამომრჩევლებთან გასაუბრების საშუალება ჰქონდათ.

„ჩვენ აღვნიშნეთ არჩევნების გამჭვირვალობა, სხვადასხვა შტაბების დამკვირვებლები ერთმანეთს პატივისცემით ექცეოდნენ. არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა“, - განაცხადა იონინმა.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა