10-დღიანი ძებნის შემდეგ, გურჯაანში, სოფელ ძირკოკში მცხოვრები მამაკაცი პოლიციამ იპოვა

10-დღიანი ძებნის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრები მამაკაცი პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

34 წლის ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს.

„პოლიციამ მოიყვანა. არ ვიცით რა ვთქვათ, მეტირება სიხარულით. იმდენი ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ პოლიციელები დღე და ღამეს ასწორებდნენ, რომ ეპოვათ. მადლობა პოლიციას და მადლობა ღმერთს. ცოცხალი და უვნებელია. ძალიან გახარებულები ვართ", - განაცხადა მისმა ბიძამ, სოსო მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, 34 წლის ვანო მახარაშვილის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც გაწყვიტეს, თუმცა ცხედარი და სხვა რაიმე ფაქტი ვერ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა