ბექა ნაცვლიშვილი - თუ  პოლიტიკური შემადგენელი გამოიკვეთება, საზოგადოება „ტვ პირველის“ დასაცავად ფეხზე უნდა დადგეს

ტელევიიზიის ფლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რაღაც ფარი დანაშაულის ჩადენისგან თავის ასაცილებლად, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „ტვ პირველისა“ და „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ თავად და მისი თანამოაზრეები დარწმუნდებიან, რომ „ტვ პირველის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური შეფერილობა აქვს, „მინიმუმ ხმას აიმაღლებენ და „ტვ პირველის“ გვერდით დადგებიან“.

„ტვ პირველისთვის“ მე არასდროს შემინიშნავს, რომ ის მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლოდ იქცეოდა. ამიტომ, თუ რაიმე პოლიტიკური ნიშნული და განზომილება არსებობს, ამის წინააღმდეგ ჩვენ ყველამ ხმა უნდა ავიმაღლოთ, ოღონდ ერთ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა, არავითარ შემთხვევაში, ტელევიიზიის ფლობა, ეს ეხება „რუსთავი 2“-საც, არ უნდა იყოს რაღაცა ფარი დანაშაულის ჩადენისგან თავის ასაცილებლად. ამიტომ, ეს არის სამართლებრივი პროცესი, თუ გამოიკვეთა მისი პოლიტიკური შემადგენელი, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება „ტვ პირველის“ დასაცავად ფეხზე უნდა დადგეს. სამართლებრივ დეტალებში მე ვერ შევალ, იმიტომ, რომ ეს არ არის ამდენად ცხადი“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, დამოუკიდებელმა დეპუტატმა „რუსთავი 2“-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის სამართლიანი უნდა იყოს.

„თუ „რუსთავი 2“ გადაიქცევა იმავე მონსტრად, როგორიც იყო მანამდე, ერთი პარტიის ჯიბეში მყოფ ტელევიზიად, მაშინ, შესაბამისად, ეს იქნება ძალიან დიდი დამარცხება, ზოგადად, ქართული საზოგადოების, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ აღარ გვჭირდება პარტიული ტელევიზია“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი