ლონდონში, ნოტინგ ჰილის კარნავალზე 353 ადამიანი დააკავეს

„სკოტლანდ იარდის“ დაზუსტებული მონაცემებით, ლონდონის რაიონ ნოტინგ ჰილში ყოველწლიური კარნავალის დროს 353 ადამიანი დააკავეს. კვირას 111 ადამიანი დააკავეს, ორშაბათს - 242. დამნაშავეების თავდასხმების შედეგად დაჭრილია 30 პოლიციელი. უფრო კონკრეტულად, 162 ადამიანი დაკავებულია ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის, 37 - პოლიციაზე თავდასხმისთვის, 34 - იარაღის ტარებისა და იარაღით მუქარისთვის, 31 - საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, 10 - სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და 10- ქურდობისთვის.

კარნავალის დროს პოლიციამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო.

კარნავალი ნოტინგ ჰილში 1966 წელის შემდეგ ყოველწლიურად აგვისტოს ბოლოს ტარდება. მისი ძირითადი მონაწილეები არიან კარიბის ზღვის ქვეყბნებიდან ჩასული იმიგრანტები, რომლებიც ლონდონის ამ რაიონში მასობრივად სახლდებოდნენ წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან. კარნავალს დაახლოებით მილიონი სტუმარი ესწრება, თუმცა ბოლო წლებში ის არის არა მხოლოდ ზეიმი, არამედ კრიმინალების თარეშის არეალი. შარშან ამ ფესტივალზე 380 ადამიანი დააკავეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა