ადვოკატი - ავთო წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არანაირი საფუძველი არ არსებობს

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არანაირი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

ადვოკატის თქმითვე, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას არ ელოდება.

„აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ მოვითხოვთ სასამართლომ არ დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობ. არსად მიიმალება. 3 საათის წინ ჩამოფრინდა. საქმეში მტკიცებულება არ არის, რომ ავთანდილ წერეთელმა ჩაიდინა დანაშაული“, - აღნიშნა ადვოკატმა.

გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს დილით მიმართა. საგამოძიებო უწყება წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

საგამოძიებო უწყება ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა