ნინო ჟიჟილაშვილი - ელჩებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ

ელჩებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია „ტვ პირველის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ასევე სასამართლოსთან დაკავშირებით, რაც წერეთლების ოჯახთან მიმართებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებთან შეხვედრის დასრულებს შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი და ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი შეხვდნენ. როგორც ჟიჟილაშვილმა განაცხადა, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ისინი ცალკე შეხვდნენ ევროკავშირის ელჩს საქართველოში.

„ჩვენ მათ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. ყველაფერზე იყო კითხვები, რას, როგორ ვაპირებთ. ასევე ფინანსური, მორალური თვალსაზრისით როგორ ვაპირებთ გაგრძელებას. ბუნებრივია, ჩვენი პასუხი ყველამ იცის, ჩვენ ვაპირებთ განვაგრძობთ მუშაობა, ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ ეთერში, რაც არ უნდა მოხდეს, ამ თვალსაზრისით ვიყოთ შეუვალები", -განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა