ვლადიმერ პუტინი - თურქეთის პრეზიდენტთან ერთად ერთობლივი ნაბიჯები ჩამოვაყალიბეთ, რაც იდლიბში ტერორისტების განეიტრალებას შეუწყობს ხელს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ დამატებით ერთობლივ ზომებს მიიღებენ სირიის იდლიბის პროვინციაში ტერორისტების განეიტრალებისთვის. კრემლის ლიდერის განცხადებით, სირია უნდა დარჩეს ერთიან ქვეყნად.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ იდლიბის რეგიონში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება ჰუმანიტარული კრიზისია, რასაც სირიის არმიის თავდასხმები იწვევს და რაც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

შეგახსენებთ, სირიის სამთავრობო ძალებს იდლიბის რეგიონში ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსული შეიარაღებული ძალები ეხმარებიან.

„ჩვენ და ჩვენი თურქი კოლეგები სერიოზულად ვართ შეშფოთებული იდლიბის დეესკალაციის ზონაში არსებული ვითარებით. ტერორისტები აგრძელებენ თავდასხმებს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ და ცდილობენ რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურებზე თავდასხმასაც. დეესკალაციის ზონა არ უნდა გახდეს ტერორისტების თავშესაფარი, უფრო მეტიც, იგი არ უნდა გახდეს თავდასხმების არენა. ამ კონტექსტში ჩვენ თურქეთის პრეზიდენტთან ერთად ჩამოვაყალიბეთ დამატებითი ერთობლივი ნაბიჯები, რაც იდლიბში ტერორისტების განეიტრალებას და სიტუაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მკაცრად ვიცავთ სირიის სუვერენეტიტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ ქვეყანა დაიყოს გავლენების ზონებად“, -აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

იხილეთ ვიდეო: პუტინის განცხადებით, სირიის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი