სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანების იდენტობას საფრთხე ემუქრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევრონიუსთან“ ინტერვიუში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო მათ იდენტობას სართხე ემუქრება.

„ეს ადამიანური ტრაგედიაა იმ ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს, მათ არ ეძლევათ მშობლიურ ენასთან წვდომის საშუალება. იქ რუსიფიკაციის პოლიტიკის გატარება ხდება. იქ მცხოვრები ადამიანების იდენტობას საფრთხე ემუქრება. ასე რომ, ვითარება ძალიან რთულია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, 2008 წლის კონფლიქტის მიზანი იყო, რომ ხელი შეეშალათ თბილისისთვის ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირი დაემყარებინა.

„ეს არის ბრძოლა, რომელსაც რუსეთი აგებს. თხუთმეტი წლის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ საქართველო [ევროპული] სამეზობლო პოლიტიკის წევრი იქნებოდა, რომ ის ევროკავშირის პარტნიორობის ერთ-ერთი პარტნიორი გახდებოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ვიქნებოდით ასოცირებული წევრი, რომ გვექნებოდა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა - ეს ყველაფერი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება