დავით ბაქრაძე - მთავრობამ 6 თვეში 735 მლნ ლარი დახარჯა პრემიებსა და დანამატებზე, რეგიონებში კი, ხალხს ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აწუხებს

მთავრობამ მხოლოდ 6 თვეში 735 მილიონი ლარი დახარჯა საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, რეგიონებში კი, ხალხს ეკონომიკური სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძე გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ მთავრობა დაინტერესდეს გაჭირვებული მოქალაქეების ბედით და მათ გვერდით დაუდგეს.

„ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს გარდაბნის მოსახლეობას, მათ შორის არის ტრადიციული, წყლის პრობლემა, რომელიც არ გვარდება ამ რაიონში, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველების თემა, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება და სახელმწიფო არ ეხმარება. დღეს ვიყავით კონკრეტულ ოჯახში, სადაც ოჯახის უფროსი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ასევე ოჯახში არის ორი ბავშვი, რომლებსაც პატარაობიდანვე აქვთ სმენის პრობლემა და სახელმწიფო უარს ეუბნება ამ ბავშვებს დახმარებასა და სმენის აპარატების შეძენაზე. ეს ის მთავრობაა, რომელმაც წელს ექვს თვეში 735 მილიონი ლარი დახარჯა საკუთარ პრემიებზე და დანამატებზე, ამიტომ მინდა კატეგორიულად მოვუწოდო ჯანდაცვის მინისტრს და ამ თემას აუცილებლად ბოლომდე მივყვებით საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში. მინდა მინისტრს მოვუწოდო, დაინტერესდეს ამ ოჯახის პრობლემით და დაეხმაროს ორ მცირეწლოვან ბავშვს. ამ ბავშვებს სჭირდებათ სმენის აპარატი და ამ ბავშვებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან გვერდში დგომა, აუცილებელია, რომ მთავრობა, რომელიც 735 მილიონ ლარს ხარჯავს საკუთარ პრემიებზე, დაინტერესდეს მისი გაჭირვებული მოქალაქეების ბედით და გვერდში დაუდგეს მათ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე