ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის გარეთ მცხოვრები სამხედროებისა და ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის შვილებისათვის ამერიკის მოქალაქეობის მიღებას ართულებს

ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის გარეთ მცხოვრები ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წევრებისა და ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის შვილებისათვის ამერიკის მოქალაქეობის მიღებას ართულებს. აღნიშნულ ინფორმაციას CNN აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული ცვლილება უპირველესად ამერიკის იმ ნატურალიზებული მოქალაქეების შვილებს შეეხებათ, რომლებიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ და რომლებსაც ამერიკაში საჭირო დროის განმავლობაში არ უცხოვრიათ.

ამასთანავე უნდა ითქვას, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება არ შეეხებათ მათ, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არიან დაბადებულები.

„პოლიტიკის ცვლილება გულისხმობს, რომ ჩვენ აღარ განვიხილავთ, რომ მშობლებთან ერთად საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვები ამერიკაში უნდა დასახლდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მშობლები სახელმწიფო მოხელეები ან ამერიკის შეიარაღებული ძალების წევრები არიან, რომლებიც მსახურობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შედეგად ეს ბავშვები ამერიკის მოქალაქეობას ავტომატურად აღარ მიიღებენ,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის პრესსპიკერმა.

მას შემდეგ, რაც ამერიკის სამსახურში მყოფი საზღვარგარეთ მცხოვრები მშობლების შვილებს აშშ-ის მოქალაქეობის ავტომატურად მიღების უფლება ჩამოერთმევათ, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში მათ მოქალაქეობა მიიღონ არის ის, რომ მშობლებმა მათ ნაცვლად განაცხადი შეიტანონ.

ცვლილება 29 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა