ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპის 4 ქვეყანაში წითელა დაბრუნდა, დაავადების შემთხვევები შარშანდელთან შედარებით გასამმაგდა

წითელა ევროპის იმ ოთხ ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც დაავადების შემთხვევები აღარ ფიქსირდებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, წითელა აღმოფხვრილად აღარ ითვლება ალბანეთში, ჩეხეთში, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში.

„უკან მივდივართ, არასწორ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეით ო’ ბრაიანმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნები, რომლებმაც „წითელასგან გათავისუფლებულის“ სტატუსი დაკარგეს, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან.

„ეს განგაშის ზარია მთელი მსოფლიოსთვის. მხოლოდ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი არაა საკმარისი. საჭიროა ამის მიღწევა თითოეულ საზოგადოებაში, თითოეულ ოჯახში“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანა წითელასგან გათავისუფლებულად მაშინ ითვლება, როცა ეპიდემიის გადადების ფაქტი 12 თვის განმავლობაში არ ფიქსირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას შემთხვევების მატება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება. წელს მსოფლიოში აღნიშნული დაავადების 365 000 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2018 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს 3-ჯერ აღემატება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა