ვანო ზარდიაშვილი - სერგეი გავრილოვი და ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უცბად მოხვდნენ - ხოშტარიას “მგიმოში“ პოლიტ-ტექნოლოგიები საკმაოდ კარგად უსწავლია

სერგეი გავრილოვი და ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უცბად მოხვდნენ - ხოშტარიას “მგიმოში“ პოლიტ-ტექნოლოგიები საკმაოდ კარგად უსწავლია, - ასე მიმართა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა კამპანია “სირცხვილიას“ წარმომადგენლებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

“მე გავრილოვის ჩამოსვლაზე არაფერი ვიცოდი. ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ისე ავიდა, რომ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ელენე ხოშტარია საქართველოს დროშით ხელში, ზუსტად ორ წამში იქ გაჩნდა - ძალიან ოპერატიულად!“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კამპანია “სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს “გავრილოვის ღამესთან“ და დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით პოზიციას გამოხატვა მოსთხოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები კომიტეტის სხდომაზე მაისურებით - წარწერით “სირცხვილია“ და თვალზე აფარებული ლენტებით მივიდნენ. როგორც მათი მხრიდან ითქვა, ჯგუფური ძალადობის მუხლით “ქართულ ოცნებას“ არასდროს დაუკავებია და გაუსამართლებია “ქართული მარშის“ წევრები, როდესაც ისინი პოლიციელებზე ძალადობდნენ.

“72 დღეა საქართველოში არის სირცხვილი. 72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზიციაში და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, - მიმართა კამპანია “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ სოფო კილაძეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ კაკაბაძის პასუხად აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს პოლიტიკურ გაერთიანებას და არის ელენე ხოშტარიას თანაშემწე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა