„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკ 2019“-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. დახურვის ღონისძიებაზე მოზარდებმა საკუთარი ქვეყნები მუსიკალური ნომრებით წარმოადგინეს.

„14 დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ახალგაზრდობის აქტივობის პრაქტიკა. ბანაკის დასასრულს ახალგაზრდებმა მოამზადეს საპროექტო წინადადებები, რომლებსაც განახორციელებენ თავიანთ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით.

პროექტის - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 – 2020” საქართველოში, მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

ბანაკი არის მოსამზადებელი ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა არის ზოგად განათლებაზე ორიენტირებით, ახალგაზრდობის განვითარების რეგიონული მიზნების ნაწილი. პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ თანამეზობლობის რეგიონში, ევროკომისიის 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა