სტივენისა და ნიკო ბურის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ თბილისის მერიიდან აცნობეს. პროექტის ფარგლებში, 4 855 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ საგზაო სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

„მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მათ შორის არის სტივენის ქუჩა, სადაც საგზაო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. მოსახლეობა, რომელსაც გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა, პროექტის დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

,,სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად 342 867 ლარია გამოყოფილი.

სტივენის ქუჩის პარალელურად, საგზაო სამუშაოები ნიკო ბურის ქუჩაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო, ამჟამად კი, ბორდიურის მოწყობა მიმდინარეობს.

ნიკო ბურის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი 3 767 კვ.მ ფართობზე დაიგება’’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა