„სამხრეთ ოსეთის“ КГБ - ჩორჩანას მცხოვრებთა პრობლემების მოგვარებით ქართველი სამართალდამცავები დაკავებულები უნდა იყვნენ ჩორჩანაში და არა სოფელ უისტას შემოგარენში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო ბლოკპოსტი განათავსეს „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს „საზღვრის“ მონაკვეთზე „სამხრეთ ოსეთის“ სოფლის უისტას (წნელისის) შემოგარენში,- ნათქვამია დე ფაქტო ხელისუფლების КГБ-ს განცხადებაში.

„სოფელი უისტა ყოველთვის იყო „სამხრეთ ოსეთის“ შემადგენლობაში და მის შემოგარენში ქართული ძალოვანი სტრუქტურების ყოფნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხეა“, - განაცხადეს დე ფაქტო ხელისუფლების КГБ-ში საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსის კახა ქემოკლიძის განცხადების საპასუხოდ.

დე ფაქტო ხელისუფლების КГБ აღნიშნავს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში „სამხრეთ ოსეთში“ საქართველოს პოლიციის გამოჩენა ყოველთვის იწვევდა ნორმალური საცხოვრებელი პირობების გართულებას და შეიარაღებული კონფლიქტის მომასწავებელი იყო.

„მიგვაჩნია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტის ჩორჩანას მცხოვრებთა პრობლემების მოგვარებით საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები დაკავებულები უნდა იყვნენ უშუალოდ ჩორჩანაში და არა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე, სოფელ უისტას შემოგარენში. მიგვაჩნია, რომ ევროპული და საერთო საკაცობრიო ფასეულობები რომლებთან აპელირებაც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უყვარს, ცალსახად მიუთითებს რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უფლებაზე იცხოვრონ მშვიდობიანად და თავისუფლად საკუთარ მიწაზე“, - ნათქვამია „КГБ“-ს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს