ქეთევან ციხელაშვილი - მთავარი შედეგი ის არის, რომ შეხვედრის მონაწილეები სიტუაციის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ

სოფელ ჩორჩანასთან, ქართული მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე, სიტუაციის დეესკალაციისათვის კონკრეტული ნაბიჯები შეთანხმდა, რაც იყო კიდეც ჩვენი მთავარი ამოცანა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს მთავარი აქცენტი იყო დაძაბულობის განმუხტვაზე და ეს არის მნიშვნელოვანი.

„მე ვფიქრობ, რომ შექმნილი ფონის გათვალისწინებით არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ვფიქრობ საზოგადოების ყველა წევრისთვის გახლავთ ის, რომ შეთანხმდა კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისათვის, რაც იყო კიდეც ჩვენი მთავარი ამოცანა. მთავარი შედეგი ის გახლავთ, რომ შეხვედრის მონაწილეები სიტუაციის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ. ეს მნიშვნელოვანია ძალიან. შეხვედრა თავისთავად კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა ჩვენი მომლაპარაკებლების და ჩვენი უცხოელი პარტნიორების ინფორმაციით, რაც ასევე მისასალმებელია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება უკვე მომდევნო კვირას მსგავს ფორმატში ერგნეთში. დღეს მთავარი აქცენტი იყო დაძაბულობის განმუხტვაზე და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული პოზიციის ერთგული, ისევე როგორც ყოველთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს შემქნა, მათ შორის, იგივე პოლიციის საგუშაგოთი", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, სოფელ წნელისთან ბლოკ პოსტის ადგილმდებარეობის ცვლილება არ იგეგმება.

"ბლოკ პოსტის ადგილმდებარეობის შეცვლა არ იგეგმება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით განვაცხადეთ საკმაოდ მკაფიო პოზიცია. დღეს ამაზე არ ყოფილა საუბარი და შესაბამისად, არანაირი გეგმა არ არსებობს ბლოკ პოსტის დაშლის. ეს არ იყო დღის წესრიგის მთავარი საკითხი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მისასალმებელია, რომ მოხდა იმის გაცნობიერება, რომ არავის ინტერესში არ არის დაძაბულობის ესკლაცია და მე გამოვთქვამ იმედს, რომ ეს შეთანხმება იქნება პირნათლად დაცული", - აღნიშნა ციხელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის