შიდა ქართლის გუბერნატორმა სოფელ ჩორჩანას მოსახლეობას არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას მოსახლეობას შეხვდა და არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეშფოთების მიზეზი არ აქვთ.

„მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს შეშფოთების საფუძველი. ჩვენი პოლიციის წარმომადგენლები ადგილზე იცავენ უსაფრთხოებას და სწორედ ამას ემსახურებოდა საგუშაგოს მოწყობაც. მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე გამართულ შეხვედრაზე, იმ მზაობაზე, რომელიც კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგის გაგრძელების მიმართულებით არსებობს და ასევე, მთავრობის იმ ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია ვითარების დეესკალაციისა და ყველა შესაძლო გართულების თავიდან აცილებისკენ“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ შიდა ქართლის გუბერნატორმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს