ანატოლი ბიბილოვი - არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!

„სამხრეთ ოსეთის“ „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა მოსახლეობას მოუწოდა არ აჰყვნენ ჭორებს და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

„პატივცემულო მეგობრებო, თანამოქალაქეებო! სოფელ უისტაში (წნელისი) შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა დაიწყო სიტუაციის დაძაბვა რესპუბლიკაში. მინდა ყველას განვუმარტო, რომ არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!

სოფელ უისტას მცხოვრებლები უკვე სრულ უსაფრთხოებაში არიან და სახელმწიფო ალანიას სასაზღვრო სამსახური იცავს! ასევე უარვყოფ ხმებს, რომ პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი ოჯახი! უფროსი შვილის გარდა ჩემი ოჯახი ადგილზეა, რომელიც სასწავლებლად დედის თანხლებით რუსეთში გაემგზავრა“, - დაწერა ბიბილოვმა ფეისბუქში.

მან თანამოქალაქეებს მოუწოდა, არ ენდონ ჭორებს, რადგან „მათ სიკეთე არასდროს მოაქვთ“.

იხილეთ ვიდეო: ანატოლი ბიბილოვი - არანაირი სამხედრო დაპირისპირება, რაც ქართულ მხარეს უნდა, არ იქნება!

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს