დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში დრონების განთავსების საკითხს განიხილავს

ირანთან არსებული დაძაბულობის ფონზე დიდი ბრიტანეთი სპარსეთის ყურეში დრონების განთავსების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ „სქაი ნიუსზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტების შეფასებით, ახალი დრონების განთავსება დიდ ბრიტანეთს ჰორმუზის სრუტეში ზედამხედველობის უკეთ განხორციელებაში დაეხმარება, რომლის გავლითაც ბრიტანული სამხედრო ხომალდები ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერების ესკორტს ახორციელებენ.

პარასკევს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში გადაზიდვებთან დაკავშირებული საფრთხეების გასამკლავებლად მეტი საერთაშორისო მხარდაჭერაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ ირანსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ თვეში ირანმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავა, რასაც წინ უძღოდა გიბრალტარში ბრიტანეთის სამხედრო ძალების დახმარებით ირანული ნავთობტანკერის დაკავება. მაშინ ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ირანულ ტანკერს სირიაში ნავთობი მიჰქონდა, რითაც ის საერთაშორისო სანქციებს არღვევდა.

ბრიტანეთი აგვისტოს დასაწყისში ამერიკის მისიას შეუერთდა, რომლის მიზანი, ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფაა, თუმცა გერმანიამ და საფრანგეთმა მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ ირანთან ურთიერთობის დაძაბვის თავიდან აცილების მიზნით თავი შეიკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა