არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბიძინა გეგიძე უმრავლესობიდან გარიცხვასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობიდან გარიცხვასთან დაკავშირებით, დეპუტატი ბიძინა გეგიძე ინფორმირებული იყო.

არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გეგიძესთან და მისი ფრაქციის წევრებთან კონსულტაციებს უმრავლესობის წარმომადგენლები მართავდნენ, ხოლო უკვე გარიცხვის შემდეგ, ბიძინა გეგიძეს პარტიის პოზიცია ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნა.

პარლამენტის თავმჯდომარე გარიცხვის მიზეზსაც განმარტავს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი ფუნდამენტურ საკითხებზე გეგიძისა და „ქართული ოცნების" პოზიციების სხვაობაა.

„ბიძინა გეგიძესთან და მის ფრაქციასთან უმრავლესობას ჰქონდა კონსულტაციები, შესაბამისად, მომზადდა ასეთი გადაწყვეტილება. პარტიისა და გუნდის წევრებს აერთიანებთ შეთანხმება საერთო, სტრატეგიულ საკითხებზე, თუმცა როგორც ეს საჯარო განცხადებებიდან გამოიკვეთა, ასეთ საკითხებზე ბიძინა გეგიძის და „ქართული ოცნების" პოზიციები იყო განსხვავებული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე გარიცხეს. გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. თავად ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ შეტყობინება whatsapp-ში მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა