დავით უსუფაშვილი - დარწმუნებული ვარ, მამუკა ბახტაძის განცხადებების ნაწილი,   სრულიად მოულოდნელი და მიუღებელი იყო,  პირველ რიგში,  თავად  ბიძინა ივანიშვილისთვის

ივანიშვილი არ იყო ბახტაძის ცუდად წასვლით დაინტერესებული, თუმცა ახლა უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს „სუპერ ცუდად წასვლა გამოუვიდა, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ის მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერის პოსტის დატოვების ფორმას გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილის თქმით, მამუკა ბახტაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების ნაწილი თავად ბიძინა ივანიშვილისთვისაც არ იქნებოდა მისაღები.

„რაც იყო საქმეში არაადეკვატური, დღეს ამის გვირგვინის დადგმა იყო. ეს სუპერმენის პოზიციიდან საუბარი, რომ მოვედი, დაგამადლეთ, შვიდი წელია ვერ მოვიდა ვერც ქვეყანა, ვერც თავად ივანიშვილი გონზე, სტრატეგიაც ვერ განსაზღვრა და განვითარების ჩარჩო... მოვედი, ეს ყველაფერი განვსაზღვრე და რადგან უკვე ყველაფერი წესრიგშია და ქვეყანა სწორ გზაზეა, აღარ არის ახლა ჩემთვის საინტერესო წვრილმანები და დეტალები, როგორ მიიღებთ კონკრეტულ შედეგს, ამიტომ წავედი - მისი ეს პოზა, დარწმუნებული ვარ, სრულიად მოულოდნელი და მიუღებელი იყო პირველ რიგში თავად ივანიშვილისთვის. რა თქმა უნდა ის არ იყო დაინტერესებული ცუდად გაშვების, მაგრამ სწორედ რომ ცუდად წასვლა გამოუვიდა, სუპერ ცუდად წასვლა“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, თავის დროზე მამუკა ბახტაძე „შეაცდინეს“ , როდესაც მას პრემიერ-მინისტრობა შესაძლო კარიერულ ნაბიჯად „დაუდეს“.

„მე არ ვიცი რაღაცა პერიოდის შემდეგ, შეიძლება ის პრემიერი კი არა, მსოფლიო მმართველი გამოვიდეს, მითუმეტეს ამ გაქანების ადამიანი. რას ვერჩით ამ ჩვენს საცოდავ ქვეყანას, როგორ შეიძლება იყოს ექსპერიმეტების ასპარეზი? ფეხბურთში ახალ ფეხბურთელს რომ მიიღებენ და ამბობენ,ხო მიდი აბა, ერთი სცადოს, გაიქეცი დაარტყი ბურთი, მიდი აბა, ვერ გაიტანა ბურთი, არაუშავს სხვები არიან იქ და მოგეხმარებიან. ანუ, ეს არის ჩვენი რესურსი ამ ქვეყანაში ვითომ? -არ არის რა თქმა უნდა ეს“,-აცხადებს უსუფაშვილი.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა