ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად ბაჰამის კუნძულებზე სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჰუბერტ მინისის განცხადებით, დაღუპვის ფაქტები ჩრდილოაღმოსავლეთ აბაკოს კუნძულზე დადასტურდა.

სტიქიამ 13 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა ან გაანადგურა. ქარიშხალს თან დაერთო ძლიერი წყალდიდობა, დატბორილია სახლები და ქუჩები, დაზიანებულია ავტომანქანებიც. ქარმა მოგლიჯა ხეები.

„დორიანი“ ყველაზე ძლიერი შტორმია, რაც კი ოდესმე ბაჰამის კუნძულებზე გამოუცდიათ. მას მეხუთე კატეგორია მიენიჭა. ამჟამად იგი აშშ-ის სანაპიროებს უახლოვდება. „დორიენი“ მომდევნო რამდენიმე დღეში ძლიერი ქარიშხლის დონეს შეინარჩუნებს. ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში საგანგებო მდგომარეობააა გამოცხადებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა