აშშ ავღანეთიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს და ხუთ ბაზას დახურავს

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს და ხუთ ბაზას დახურავს, - ამის შესახებ ზალმაი ხალიზადმა განაცხადა, რომელიც აშშ-სა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ს წარმოადგენდა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, აშშ-ს ამ ნაბიჯის გადადგმას თალიბებთან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეული შეთანხმება ავალდებულებს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა პირველ ეტაპზე გათვალისწინებული რაოდენობის ჯარისკაცების გაყვანა და ბაზების დახურვა 135 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

როგორც ხალიზადმა ტელეკომპანია Tolo News-თან ინტერვიუში განაცხადა, ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერამდე საჭიროა, რომ დოკუმენტი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცოს.

ამერიკული ჯარის გაყვანის სანაცვლოდ „თალბანმა“ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ისეთ დაჯგუფებებს, როგორიც „ალქაიდა“ და „ისლამური სახელმწიფოა“, არ მისცეს საშუალება, ავღანეთის ტერიტორია აშშ-სა და მის მოკავშირეებზე თავდასხმის დაგეგმისთვის გამოიყენონ.

ვეტერანმა ავღანელ-ამერიკელმა დიპლომატმა ხალიზადმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიზანია, წერტილი დაესვას ომს, რაც, თავის მხრივ, ძალადობის შემცირებას გამოიწვევს. თუმცა, არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის ოფიციალური ხელშეკრულება ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა და შეთანხმების მიღწევა თავად ავღანელებზეა დამოკიდებული. ხალიზადის ინფორმაციით, ე.წ. შიდა მოლაპარაკებების გამართვა ნორვეგიაშია დაგეგმილი, რის შედეგადაც თალიბებმა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა ქვეყნის ხელისუფლებამ უფრო ფართო პოლიტიკურ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.

შეთანხმების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ასევე ის, თუ როდის დატოვებს დარჩენილი 14,000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთს.

იხილეთ ვიდეო: აშშ ავღანეთიდან 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს და ხუთ ბაზას დახურავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა