გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას და მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს მხარდაჭერა ექნება

პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, როგორც გიორგი გახარიას კანდიდატურას, ასევე მის მიერ წარდგენილ კანდიდატებსაც ნდობა და მხარდაჭერა ექნება.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნდობა და მხარდაჭერა გახარიას ექნება, ასევე მის წარმოდგენილ კანდიდატურებს და ცვლილებებსაც ექნება მხარდაჭერა. საერთოდ, სამთავრობო აქტივობები, სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობა იქნება ინტენსიფიცირებული და თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა გაცილებით უფრო გაზრდილი თითოეული ადამიანის, ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. ეს არის ის, რასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილის პროტესტს, რომელიც გახარიას თანამდებობაზე ყოფნას მესამე თვეა აპროტესტებს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამის გარდა არსებობს საზოგადოების სხვა ნაწილიც, რომელსაც ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს.

გარდა ამისა, უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიცია ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას 2012 წლამდე მომხდარ დანაშაულებსა და 20-21 ივნისს მომხდარ „უბედურ შემთხვევას“ შორის.

„საზოგადოების იმ ნაწილის გარდა, არსებობს სხვა ნაწილიც, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. თუმცა, რაც არ უნდა მცირე იყოს ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც გადადგომას ითხოვენ, მათაც უნდა გაეცეთ კომპეტენტური პასუხი. მთავარი თემა არის შემდეგი, პოლიტიკურმა ოპოზიციამ, გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას თავის დანაშაულებრივი მმართველობისა და 20-21 ივნისის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევებს შორის. ხელისუფალთა დამოკიდებულება ხალხის მიმართ არის რადიკალურად განსხვავებული. რაც მოხდა 20-21 ივნისს, ვფიქრობ, თავიდან ბოლომდე არის დანაშაული იმ ადამიანების, ვინც წაახალისა პარლამენტზე შეტევა და რაც მოხდა 2012 წლამდე, 26 მაისი და სხვა თარიღები გავიხსენოთ, ეს არის იმ პერიოდის ხელისუფლების დანაშაული ხალხის მიმართ - სიკვდილი, წამება და შეურაცხყოფა. ეს იქნება მთავარი ნიშანი, რაც სურს გააკეთოს ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფს, ტოლობის ნიშანი დასვას ამათ შორის. ეს არის წინასაარჩევნოდ დაგეგმილი სტრატეგია და რასაკვირველია, საზოგადოება არ უნდა შევიდეს შეცდომაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო