სერგეი გავრილოვის აზრით,  საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მიიჩნევს, რომ საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.

დეპუტატმა საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილება შეაფასა და აღნიშნა ისიც, რომ ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული.

„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, - აღნიშნა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტის გამო პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც 21 ივნისს პოლიციამ ძალის, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო საპროტესტო აქციები დღემდე გრძელდება, რომლის მთავარი მოთხოვნა გიორგი გახარიას გადადგომაა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გახარია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს უკვე პრემიერ-მინისტრობის კადიდატად წარადგინა.

იხილეთ ვიდეო: სერგეი გავრილოვის აზრით, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება