პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინა

პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინა.

ბიუროს წევრებს მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააცნო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილია ნდობის გამოცხადებისთვის საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2019-2020 წლებისთვის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დასახელებულია მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე - ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე - ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრის პოსტზე - თეა წულუკიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე - ეკატერინე ტიკარაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე - მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე - ვახტანგ გომელაური,სახელმწიფო მინისტრად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში დასახელებულია ქეთევან ციხელაშვილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, ასევე სამთავრობო პროგრამას კომიტეტებში და ფრაქციებში განიხილავენ. ამის შემდეგ დეპუტატები მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინა

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს