დავით ბაქრაძე - რაც უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებენ ახალგაზრდებს, მით უფრო სწრაფად და მძიმედ დაამთავრებენ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას

„ქართული ოცნების“ ერთადერთი პლუსი დღემდე იყო ის, რომ საქმეს კი ვერ აკეთებენ, მაგრამ ხალხის აზრს ისმენენ, ეს ერთადერთი პლუსიც აღარ არსებობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი, რაც უფრო მეტად შეურაცხყოფს ახალგაზრდებს და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს, პასუხად მით უფრო უარეს რეაქციას მიიღებენ.

„რაც უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ გავრილოვის პარლამენტში შემოსვლას და შემდგომ მათი თანატოლებისთვის თვალების დათხრას დათვის ტყვიებით, რაც უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენენ ამ ახალგაზრდებს, რაც უფრო მეტი იარლიყის მიწებებას ეცდებიან მათთვის, რაც უფრო მეტ უკადრებელ ტერმინს და შეფასებას იკადრებენ ჩვენი კოლეგები, მით უარეს რეაქციას მიიღებენ, მით მეტად დაუპირისპირდებიან საზოგადოებრივ აზრს და მით უფრო სწრაფად და მძიმედ დაამთავრებენ საკუთარ პოლიტიკურ კარიერას. საზოგადოებასთან დაპირისპირება არავის გასვლია. საზოგადოებასთან დაპირისპირება არ გასვლია ამათზე ძლიერ ხელისუფლებებსაც კი. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“, რომლის ერთადერთი პლუსი დღემდე ის იყო, რომ საქმეს კი ვერ აკეთებენ, მაგრამ ხალხის აზრს ისმენენ, ეს ერთადერთი პლუსიც აღარ არსებობს. არათუ ხალხის აზრს აღარ ისმენენ, არამედ პირდაპირ მიდიან ხალხის აზრისა და საზოგადოების განწყობის წინააღმდეგ. ეს ვერ გააკეთა ვერც ერთმა ხელისუფლებამ, დაწყებული საბჭოთა კავშირიდანაც კი. ამას ვერ გააკეთებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა