პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების მოსმენას ხვალიდან დაიწყებს, სესიაზე კი, კენჭს  8 სექტემბერს უყრის

პარლამენტი საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს. 4 სექტემბერს სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს მოუსმენენ, რის შემდეგაც ასევე სამი კომიტეტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს მოუსმენს.

5 სექტემბერს შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილსა და შერიგიებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

ასევე 5 სექტემბერს მოუსმენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს ივანე მაჭავარიანს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს.

6 სექტემბერს კი მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენა ფრაქციების ფორმატში გაგრძელდება და პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციები მოუსმენენ.

7 სექტემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას „პატრიოტთა ალიანსის“ და „სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციები და ასევე საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუსმენენ.

8 სექტემბერს კი პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების მოსმენას ხვალიდან დაიწყებს, სესიაზე კი, კენჭს 8 სექტემბერს უყრის

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს