26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

გიგი უგულავა - ლეგალიზებული სადიზმია გახარიას პრემიერად  დანიშვნა - ბევრი საზიზღარი ტიპი ჰყავს „ოცნებას“, მაგრამ ღარიბაშვილი ექსპონატია მათ შორის

ასეთი სიბინძურისა და დაძაბულობის შემდეგ, ივანიშვილი უბრალოდ იძულებული გახდება, რომ ეს ქვეყანა დატოვოს, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სამთავრობო ცვლილებები.

როგორც გიგი უგულავამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, სამთავრობო ცვლილებები მმართველი გუნდის სასოწარკვეთის ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ ჰყავს ახალი ადამიანები და აღარ აქვს რესურსი, რომ „რამენაირად თავისი მთავრობა შეფუთოს.“ მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ პარტიების მრავალფეროვნებითა და ერთიანობით „ქართული ოცნება“ უნდა დაამარცხონ.

„ეს ცინიზმის მწვერვალია, საზოგადოებისთვის თვალებში არამარტო ნაცრის შეყრა ან აბუჩად აგდება, არამედ ომის გამოცხადება. ამით ივანიშვილი საკუთარ საზოგადოებას ეუბნება, რომ ჩემთვის ხალხი აღარ არსებობს, არსებობენ მხოლოდ ჩემი მომხრეებიო. ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის.

ლეგალიზებული სადიზმია გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრად, ეს არის საზიზღრობისთვის და სადიზმისთვის ხელების გახსნა, ეს არის წახალისება ყველაფერი საზიზღრობის, რასაც ვასაძე და ეს ჯგუფები, ღარიბაშვილისა და გახარიას ხელდასმით ამდენი ხნით აკეთებდნენ. ეს ყველაფერი არის დღევანდელი დღე და ივანიშვილს არ ეპატიება.“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა საგანგაშო სიგნალია არამხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ ჯარისთვისაც, რომელიც ისტორიულად არც ერთ შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩარეულა.

„ღარიბაშვილი უპრინციპო, უღირებულებო ადამიანია, რომელიც ხელის ჩამორთმევის გარეშე გაუშვა საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენი პარტნიორებისთვის ხელჩამოურთმელი სუბიექტი იყო და ზუსტად ამიტომ გაუშვეს მაშინ. ეს ადამიანი ინიშნება ახლა თავდაცვის მინისტრად იმისათვის, რომ პოლიტიკურად არასასურველი და მიუღებელი პირები იქიდან ამოცხრილოს, შესაბამისად, პოლიტიკური ლოიალობის კუთხით დაამყაროს ვითომ წესრიგი. ეს იქნება კატასტროფა. ბევრი საზიზღარი ტიპი ჰყავს „ოცნებას“, მაგრამ ღარიბაშვილი ექსპონატია მათ შორის. ცალკე გახარია, რომელიც უტიფრობის სიმბოლოა დღეს და ცალკე ღარიბაშვილი, რომელიც ჯარს დაუყენეს პოლიტიკური კონტროლისთვის, ძალიან სარისკო თამაში იქნება ივანიშვილის მხრიდან. ის პრაქტიკულად ვა-ბანკზე მიდის.“- განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, მისი თქმით, საზოგადოების რაიმე სახით დაშინებას აზრი არ აქვს.

„ივანიშვილმა თავის თავს და პერსპექტივას დაუსვა წერტილი დღეს, როცა გახარია და ღარიბაშვილი წარადგინა მთავრობაში. ეს არის სიგნალი, რომ იქნება საშინელი, საზიზღარი, ბინძური, ძალადობრივი კამპანია, რომელსაც ივანიშვილი გახარიას და ღარიბაშვილის ხელით ჩაატარებს, მაგრამ ამას მაინც წააგებს. ასეთი სიბინძურისა და დაძაბულობის მერე, ივანიშვილი უბრალოდ იძულებული გახდება, რომ ეს ქვეყანა დატოვოს. მან თავის თავს დაუსვა დღეს დიაგნოზი და თავის მომავალს უთხრა უარი ამ ქვეყანაში. ეს უნდა გააცნობიეროს. ძალიან გაერთო ამ პოლიტიკური თამაშებით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის