აქციის ერთ-ერთი მონაწილის სოლომონ ბაჯელიძის ინფორმაციით, მას დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის სოლომონ ბაჯელიძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტიდან გამოსვლის შემდეგ შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჯაფარიძემ ადგილი ავტომობილით დატოვა და მას აქციის წევრები გამოეკიდნენ.

მისივე თქმით, ჯაფარიძემ მას საყვირი დაუმტვრია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ხელი მომარტყა და თან დაამტვრია ჩემი საყვირი, მომმართავდა მუქარის შემცველი სიტყვებით", - განაცხადა სოლომონ ბაჯელიძემ.

ამასთან, აქციის კიდევ ერთი წევრი აცხადებს, რომ პარლამენტის ეზოდან გამოსვლისას ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა ბუკიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც „ინტერპრესნიუსს" აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ფარულავამ განუცხადა, მათ კანონი არ დაურღვევიათ, უბრალოდ, სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს დეპუტატებს.

„გულწრფელად ვაპროტესტებთ გახარიას პრემიერობას. პარლამენტის ეზოდან გამოსვლილსას ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა ბუკიამ მანქანის ფანჯარა ჩაწია და გვაგინა. ჩვენ მისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. ტრანსპარანტებითა და ბანერებით დავხვდით დეპუტატებს აქ", - განაცხადა ფარულავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი