თამარ ჩუგოშვილი - არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოებრივ პროტესტეს გამოიწვევს - ვნახავთ, თუ ვცდებით მოლოდინებში

იმის მოლოდინი, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერება საზოგადოებრივ პროტესტეს გამოიწვევს, არ გვაქვს - ვნახავთ, თუ ვცდებით მოლოდინებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტზე უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება და როგორც აცხადებს, უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მას უმრავლესობის ყველა წევრი უჭერს მხარს.

„გახარიას გადადგომას ოპოზიცია ითხოვდა. შესაბამისად, ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ოპოზიციის მოთხოვნები ასე აპრიორი გავითვალისწინოთ. რა გადაწყვეტილებაც ჩავთვალეთ საჭიროდ, ის გადაწყვეტილება მივიღეთ!“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს