ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი - უკვე გარემონტებულია 400-ზე მეტი ამბულატორია, მომავალი წლიდან კი მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას ვგეგმავთ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გარემონტებულია 400 ამბულატორია, რომლის აღჭურვასაც სამინისტრო მომავალი წლიდან დაიწყებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მასშტაბით მოხდება ერთიან ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა და შეიქმნება პაციენტის ელექტრონული ბარათი, რომელზეც აისახება პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„ვთვლით, რომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის. დღეს არსებული პოლიტიკა მიმართული იქნება სპეციალიზირებული სერვისების გაუმჯობესებაზე პირველადი ჯანდაცვის კუთხით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ამბულატორების გაუმჯობესებას, რაც უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. უკვე გარემონტებულია 400-ზე მეტი ამბულატორია და მომავალი წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ამ ამბულატორიების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე