ფოთში დასაქმების ფორუმი გაიმართა

ფოთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენდა.

ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ გახსნეს.

დასაქმების მსურველებს 500-მდე აქტიური ვაკანსია რეგიონში მოქმედმა 22-მა კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დასაქმება, უმუშევრობის აღმოფხვრა. სოციალური მომსახურების სააგენტო 24 საათის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ატარებს დასაქმების ფორუმებს, გვაქვს ასევე სხვადასხვა პროგრამა. აქ ჩამოვედით ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით, ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება და დაგვეხმარა ქალაქის მერია. დარწმუნებული ვარ, ასეთი ჩართულობა სამთავრობო სტრუქტურებში მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებისთვის. მჯერა, დღევანდელი დღე ძალიან ბევრ ადამიანს დაასაქმებს“, - განაცხადა ლევან გოგოძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტო ყველა სამუშაოს მაძიებელს მოუწოდებს, დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge.

მათი თქმით, აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინებების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.

დასაქმების ფორუმი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა