ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს ნგრევადი ობიექტიდან ეკომიგრანტების და იძულებით გადაადგილებული პირების გამოყვანა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფა მოხდეს

ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს ყველა ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტიდან ეკომიგრანტების და იძულებით გადაადგილებული პირების გამოყვანა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფა მოხდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ეკატერინე ტიკარაძემ სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ეკომიგრანტები და იძულებით გადაადგილებული პირები ამ დრომდე რჩებიან ჩვენს ტკივილად. ჩვენი მთავრობის ძალიან დიდი გულისხმიერების მიუხედავად, ისინი კვლავ რჩებიან იმ პირობებში, რომელშიც არიან. ჩვენი სამომავლო მიზანია, რომ 2020 წელს მაქსიმალურად შევეცადოთ, ყველა ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტიდან მოხდეს ეკომიგრანტების და იძულებით გადაადგილებული პირების გამოყვანა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფა. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ პროგრამებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ შესაფერის რეგიონებში სტარტაპ პროგრამებით, ვინაიდან ასევე მათაც მიეცეთ თავისუფალი არჩევანის უფლება და გახდნენ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა