გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 5 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 5 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, თრიალეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის, ანა კალანდაძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. ამასთან, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თიანეთის, ბუაჩიძის და გუდამაყრის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რთველაძის, ჰოსპიტალის, საექიმოს, წერნაკის და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, ირაკლი აბაშიძის და ატენის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში კი, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, ასევე გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების და ჯანჯღავას ქუჩის მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების და სრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა