სოცაგენტებს დაურიგდებათ პლანშეტები და სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასებისას,  ადგილზე  ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების შესაძლებლობა ექნებათ

სოციალურ აგენტებს დაურიგდებათ პლანშეტები, რომლის საშუალებითაც ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასებას ელექტრონული ფორმით შეძლებენ, მათ შორის ადგილზე ფოტოებისა და ვიდეორგოლების გადაღებას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი სოციალური აგენტების საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის.

„მიმდინარეობს პროექტის დასრულება, რომლის მიხედვითაც სოციალურ აგენტებს აღჭურვაში ექნებათ შესაბამისი პლანშეტები. ისინი მოახდენენ ელექტრონული ფორმით ასახვას ადგილიდანვე, სადაც განახორციელებენ ამა თუ იმ შეფასებას. მოხდება სურათების გადაღებაც, ვიდეორგოლების ჩაწერაც, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის მათ საქმიანობას. მე მგონი ეს ერთ-ერთი სერიოზული რეფორმა იქნება,“ - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე