გიორგი ვაშაძე - ამერიკის მხრიდან იქნება ძალიან მკვეთრი განცხადებები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე

ძალიან მკვეთრი და კრიტიკული ნაბიჯები მზადდება ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ელჩის დანიშვნაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამერიკის ჩართულობა „ჩვენი ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში ძალიან აქტიური იქნება, რათა საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა შეინარჩუნოს“.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩი იყოს წარმოდგენილი. ჩემი ინფორმაციით, შტატებში ზუსტად აქვთ გაცნობიერებული ის პრობლემები, რაც აქტიური საელჩოს არ ყოფნამ გამოიწვია საქართველოში. ფაქტია, გვაქვს დაღმასვლა ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების კუთხით. რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი - ძალიან მკვეთრი და კრიტიკული ნაბიჯები მზადდება ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ელჩის დანიშვნაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. ამერიკა აპირებს აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, რეგიონში და მათ შორის საქართველოში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რა თქმა უნდა, დემოკრატიული განვითარების პროცესებთან დაკავშირებული პრობლემები და ამერიკისთვის მსგავსი არაფორმალური მმართველობა აბსოლუტურად მიუღებელია. ისინიც, ჩვენს მსგავსად, საქართველოს პარტნიორ ქვეყნად მოიაზრებენ. სწორედ ამ ახალ პოლიტიკას, სტრატეგიას და მკვეთრ პოზიციონირებას უკავშირდება საქართველოში ელჩის დანიშვნაც. ამერიკის მხრიდან იქნება ძალიან მკვეთრი განცხადებები საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. მათი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში იქნება ძალიან აქტიური, რათა საქართველომ შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარების გზა. იმ უკანონობებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებისას ჩაიდინა, აღარავინ აღარ აპატიებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ახალი საქართველო“ ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის