ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირის მოქალაქეებს ბრექსითის პროცესების დასრულების შემდგომ, 3 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენის ნება დართო.
ევროკავშირის მოქალაქეების ბედი მას შემდეგ გახდა ბუნდოვანი, რაც გასულ თვეს ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მათ დაუყოვნებლივ შეუწყდებოდათ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ბრიტანეთში. თუმცა ბრიტანეთი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ამ გეგმაზე, რადგან საშიშროება შეიქმნა, რომ ქვეყანა სამომავლოდ სამართლებრივი გამოწვევების წინაშე დადგებოდა. საბოლოოდ, ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ახალი კანონი მიიღო და დარჩენის უფლება სამ წლამდე გაუზარდა.
ამჟამად ბრიტანეთში ევროკავშირის ერთი მილიონი მოქალაქე აგრძელებს ცხოვრებას, რომლებმაც რეგისტრაცია უკვე გაიარეს.