მეზობლები თემქაზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

თემქაზე მოკლული ქალს სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც გარდაცვლილის მეზობელმა ეთერ იმერლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევის დროს ქალი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იყო.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 62 წლის სიმა მირზოევაა. ჰყავს მეუღლე, შვილები კი საზღვარგარეთ ცხოვრობენ. "დაახლოებით 11:30 საათისთვის შეამჩნიეს კვამლი სახლში, გამოიძახეს მაშველები,მოვიდნენ და ნახეს გარდაცვლილი ქალი. თავის არეში აქვს მიყენებული დარტყმა. ქალი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. დღეს მეუღლე სამსახურში წავიდა და ამ პერიოდში მოხდა ეს ამბავი.მერე დავურეკეთ მეუღლეს, რომელმაც კარები გააღო და ნახა ეს ამბავი. პოლიცია ამბობს, რომ ქალს თავი ბასრი იარაღით აქვს დასერილი", - განაცხადა იმერლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "გამურული, თავში ნაწამები ნახეს... მეუღლე რომ სამსახურში წავიდა მაშინ მოხდა..." - რას ყვებიან მეზობლები თემქაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა