ვახტანგ გომელაური მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე - გეგმავდნენ თემას და რომ გასაჯაროვდა, თემა გაჩერდა - აქედან გამომდინარე,  აღარ მოხდა ამ ადამიანის დაკავება

2013 წლიდან ტერორიზმის მუხლით 21 პირია დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში, მაჩალიკაშვილის დაკავების აუცილებლობა არ დადგა.

„2013 წლიდან ტერორიზმის მუხლით დაკავებულია 21 პიროვნება. თქვენ ალბათ, გულისხმობთ მაჩალიკაშვილის თემას და სასაფლაოზე რა ჩანაწერიც გავიდა. ღია ეთერში ამაზე ვერ ვისაუბრებ და ბოდიშს მოგიხდით. არ არის აუცილებელი ადამიანი დააკავო, მთავარია დანაშაული აღკვეთო. გეგმავდნენ თემას და რომ გასაჯაროვდა, თემა გაჩერდა. აქედან გამომდინარე, აღარ მოხდა ამ ადამიანის დაკავება. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ვახტანგ გომელაურს კითხვით მიმართა, დაიჭირეს თუ არა ტერორისტები გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც განცხადებებს პრემიერ-მინისტრი და უმრავლესობის წევრები აკეთებდნენ.

„თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ვერ იჭერთ ტერორისტებს, ბატონო ვახტანგ?“ - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს.

გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს გამოძიება ტერორიზმის საქმეზე, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყანა ტერორისტულ საფრთხეს აარიდა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა