ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული,  ჩვენ ილუზიებით არ უნდა ვიცხოვროთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრობასთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, მოლოდინი გონივრულად უნდა იმართოს და არ მოხდეს ისეთი იმედგაცრუება, რაც 2008 წელს მივიღეთ, „როცა, საქართველოში შეიქმნა ზეიმის, ტრიუმფის მოლოდინი და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა აგვისტოს ომით“.

„პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრობასთან დაკავშირებით მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ილუზიებით არ უნდა ვიცხოვროთ და არ უნდა მოვერიდოთ ამაზე საუბარს, მოსახლეობა არ უნდა ვკვებოთ ილუზიებით. უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები. ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორები ამერიკა იქნება ეს თუ ევროპა ყოველთვის ამას მოგვიწოდებდა, რომ მაქსიმალურად გონივრულად უნდა ვმართოთ ეს მოლოდინები და არ მოხდეს ისეთი იმედგაცრუება, რომელიც მივიღეთ 2008 წელს. როცა საქართველოში შეიქმნა ზეიმის, ტრიუმფის მოლოდინი და საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა აგვისტოს ომით. სხვათა შორის, მილიარდ ლარამდე ღირებულების სამხედრო ტექნიკა იქნა დაკარგული თუ კონფისკირებული, წაღებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. ეს არის არაგონივრული პოლიტიკის და მუშაობის შედეგი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა