ირაკლი ღარიბაშვილი - რატომ არ დავიწყე ჩემი გამოსვლა ოკუპაციის აღნიშვნით? ამას სჭირდება ძალიან დიდი, მშვიდი და გონივრული მუშაობა და არა მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი საუბრები

რატომ არ დავიწყე ჩემი გამოსვლა ოკუპაციის აღნიშვნით? ამას სჭირდება ძალიან დიდი, მშვიდი და გონივრული მუშაობა და არა მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი საუბრები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მას კონსულტაციები ექნება, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან, რათა თავდაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი გაიზარდოს.

„რაც შეეხება ბატონი გოგიჩაიშვილის კითხვას, ე.ი. რატომ არ დავიწყე ჩემი გამოსვლა ოკუპაციის აღნიშვნით. შეგვიძლია, დავიწყოთ, დავამთავროთ და თქვენ შეგიძლიათ, მთელი დღე ისაუბროთ მაგაზე, მარტო საუბრით თქვენ ვერაფერს შეცვლით, ვერაფერს აბსოლუტურად. ამას სჭირდება ქმედება, მეგობარო. ამას სჭირდება ძალიან დიდი, მშვიდი და გონივრული მუშაობა და არა მხოლოდ განცხადებები და ბრტყელ-ბრტყელი საუბრები. ის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ეს ახალი ამბავი არაა და ყველამ კარგად ვიცით. რაც შეხება ბიუჯეტს და მოთხოვნილ თანხას ჩვენი სამინისტროსთვის, მითხრეს, რომ სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა ფინანსთა სამინისტროსთან. აუცილებლად მექნება კონსულტაციები ჩემს კოლეგა მინისტრთან და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრთან, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ კიდევ ერთხელ ჩვენი სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი, “ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით მიმართა, თუ რამდენად ადეკვატურია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იმ გამოწვევების, რომლებიც ქვეყანას ოკუპაციასთან მიმართებით აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა