აქცია „სირცხვილიას" წევრებმა პარლამენტის შესასვლელთან აქცია დროებით შეწყვიტეს

აქცია „სირცხვილიას" წევრებმა პარლამენტის შესასვლელთან მიმდინარე აქცია დროებით შეწყვიტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა წევრმა ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი არ იშლებიან და აქციას 16:00 საათზე განაახლებენ.

„სისხლიანმა ჯალათმა გიორგი გახარიამ დემონსტრაციულად დატოვა პარლამენტის შენობა. ჩაჯდა იმ მანქანაში, რომლის ფულსაც ჩვენ ვუხდით და პარლამენტი სავარაუდოდ, 16:00 საათამდე დატოვა. ჩვენ ამ დროისთვის კვლავ დავბრუნდებით აქ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით, სადაც 3 დღეა არ გვიშვებენ, ჩვენი საპროტესტო ხმა მივაწვდინოთ",- განაცხადა რუხაძემ.

პარლამენტში, დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმატში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა იყო დაგეგმილი, რომელიც ჩაიშალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა