ეუთოში აშშ-ს ელჩი - აშშ მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს

ეუთო-ში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძო, სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში არსებულ ვითარების შესახებ.

მათივე ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორის განცხადებით, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

თავის გამოსვლაში ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთს მოუწოდა

„შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია; გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად“, - გაანცხადა ეუთოში აშშ-ს ელჩმა.

ელჩის განცხადებით, “ბორდერიზაციის” პროცესი უსამართლოდ აისახება ამ რაიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე და იწვევს მათ მოწყვეტას საკუთარი მიწის ნაკვეთების, სახლების, საარსებო წყაროებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურისგან.

ამასთან ე.წ. საზღვრის გავლება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს.

ჯეიმს გილმორის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ დააკვირდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსული სამხედრო ძალების ზრდას და მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა